კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 1 სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა

კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 1 გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, დღეს დილით ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 388 პირის ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგები გახდა ცნობილი, საიდანაც „კოვიდ 19“ მხოლოდ ერთ პირს, სოფელ ყარაჯალარში დაუდასტურდა.

„388-დან 285 იყო ყარაჯალარის მოსახლეობიდან აღებული საკვლევი მასალა. ველოდებით კიდევ 251 საკვლევი მასალის შედეგებს. დღეს ეპიდემიოლოგების ორი ჯგუფი მუშაობს სოფელში, არის მომართვიანობა, თუმცა ვადასტურებ, რომ ეს მომართვიანობა მეტად გააქტიურებული უნდა იყოს. დღევანდელი ფაქტიდან გამომდინარე, მიზნობრივი კვლევები მიმდინარეობს ოჯახის წევრებთან და კონტაქტებთან, მიზნობრივ კვლევასთან ერთად, მასობრივი კვლევები ტარდება. არ ვწყვეტთ საინფორმაციო კამპანიას, ადგილობრივი აქტივი და წითელი ჯვარი მოსახლეობასთან აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით მოსახლეობას ყველა საშუალება აქვს, რომ აქტივობები განახორციელონ, დისტრიბუციის და პროდუქტის გადატანაში შეფერხება არ არის.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა 8 ივლისს დაფიქსირდა. 50 დადასტურებული შემთხვევიდან ყველაზე მეტი -30 სოფელ ყარაჯალარშია, სადაც მეხუთე დღეა კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს