სამართალდამცავი, რომელიც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დღეს დაასახელა, გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საუბარია იმ სამართალდამცველზე, რომელზეც თამარ ბაჩალიაშვილის მამა ამბობს, რომ მას ერთ-ერთმა პოლიციელმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი შარში იყო.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდნენ.

თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც მასთან მივიდა და შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იხილეთ ვიდეო: სამართალდამცავი, რომელიც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დაასახელა, გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა