არჩილ ჯაფარიძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ ლენტეხის მუნიციპალიტეტში იმყოფება

27 ივლისს მოსული ძლიერი სეტყვის და ქარის შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოფლამდე მისასვლელი გზები დაზიანდა და ჩაიხერგა, ასევე, დაზიანდა საკარმიდამო ნაკვეთები, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ ქვემ სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათივე ცნობით, დილიდან, ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, ადგილზე მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ლენტეხის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფება, მოსახლეობას ხვდება და არსებულ ვითარებას ეცნობა.

ინტენსიურად მიმდინარეობს სოფლის შიდა გზების გაწმენდა, დღის ბოლომდე აღდგება ელექტროენერგიის მიწოდებაც.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ადგილზე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და დაწყებულია ქმედითი ღონისძიებები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა