რუსეთის უსაფრთხოების სამსახური - ლიკვიდირებულია მამაკაცი, რომელიც მოსკოვში ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის რეგიონში გაანეიტრალა ტერორისტების მხარდამჭერი, რომელიც მოსკოვში მასობრივი სროლის მოწყობას აპირებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგამოძიებო კომიტეტთან ერთად ტერორისტული ჯგუფის წევრის საქმიანობა აღკვეთა. ის მოსკოვში მასობრივი შეკრების ერთ-ერთ ადგილას ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა“, - აღნიშნულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დაკავების დროს ეჭვმიტანილმა სამართალდამცველებს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო სროლისას კი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე იყო, ტერაქტის განხორციელების შემდეგ სირიაში გადასვლას და ერთ-ერთ ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანებას გეგმავდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა