ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ლეონიძისა და გაგარინის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთსა და გაგარინის ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე დასრულდა სანიაღვრე ჭებისა და მილების მონტაჟი, ასევე ტროტუარის ფილებისა და ბორდიურების მოწყობა.

გაგარინის ქუჩაზე დასასრულს უახლოვდება სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები, რის შემდეგაც დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება.

სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 623 ათას ლარს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა