კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის 30-ზე მეტი რესტორანი და 10-მდე ღამის კლუბი დაჯარიმდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის ამ დროისთვის 30-ზე მეტი რესტორანი და 10-მდე ღამის კლუბი დაჯარიმდა.

როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებით განუცხადა, დედაქალაქში ბაზრების და ბაზრობების შემოწმების შედეგად ჯამში 18 ბიზნესსუბიექტი დაჯარიმდა. ამასთან, დღეიდან დაიწყო ბაზრებისა და ბაზრობების შემოწმება ქუთაისსა და ბათუმში.

„შემოწმდა როგორც ბაზრობები, ასევე ბაზრობაზე მომუშავე ინდივიდუალური მეწარმეები. 10 000 ლარით დაჯარიმდა შპს-ები, ინდივიდუალური მეწარმეები კი 2 000 ლარით ჯარიმდებიან, თბილისის მასშტაბით ჯამში სულ 18 ბიზნესსუბიექტი დაჯარიმდა. რაც შეეხება რეგიონებს, შემოწმება დღეიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ქუთაისსა და ბათუმში, შემდეგ ეტაპობრივად მოვიცავთ მთელ საქართველოს.

30-ზე მეტი რესტორანია დაჯარიმებული. დინამიკა დადებითია, კომპანიების დიდი ნაწილი, რომელსაც ვამოწმებთ უკვე იცავს რეკომენდაციებს. ასევე, დაახლოებით 10-მდე ღამის კლუბი დაჯარიმდა დისტანციის დაცვის წესის დარღვევისა და სადეზინფექციო სამუშაოების არაჯეროვანი შესრულებისთვის“,-აღნიშნა ბექა ფერაძემ.

მისივე განმარტებით, ბაზრობების ინსპექტირებამდე პირველ ეტაპზე ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება ხდება აუცილებლად დასაცავი მოთხოვნების შესახებ, ამის შემდეგ კი ხდება ინსპექტირება და რეკომენდაციების შეუსრულებლობის შეთხვევაში - დაჯარიმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა