გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი - 40 წელს გადაცილებული ქალია, მისი დისშვილი გოგონა კი არასრულწლოვანია.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.

სამედიცინო ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის განცხადებით, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„შემოყვანილია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი - შუახნის ქალი და მისი დისშვილი - 17 წლის გოგონა. ორივე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ჩაუტარდათ ყველა საჭირო გამოკვლევა, მკურნალობა უტარდებათ ქირურგიული დეპარტამენტის სტაციონარში“, - განაცხადა მერაბ მაისურაძემ.

შემთხვევა ახალშენთან მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო შეეჯახნენ. დაშავებულები მსუბუქი ავტომანქანის მგზავრები არიან.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა