ტატო ლილუაშვილი - შიდა ტურიზმმა ორგანიზებული სახე მიიღო, რაც ძალიან სასიამოვნოა

DMO Imereti-ს ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შიდა ტურიზმმა უფრო ორგანიზებული სახე მიიღო.

მისივე თქმით, ტურისტული კომპანიები უკვე გეგმავენ შიდა ტურებს იმერეთში, რის ორგანიზაებაშიც მათ DMO Imereti აქტიურად ეხმარება.

„შიდა ტურიზმს, რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება დაეთმო მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურისტული კომპანიები უკვე გეგმავენ შიდა ტურებს, მოგვმართავენ, რომ დავეხმაროთ იმერეთის ტურების დაგეგმვაზე, დაინტერესება გაიზარდა და ძალიან სასიამოვნოა, რომ შიდა ტურიზმმა ორგანიზებული სახე მიიღო.

რა თქმა უნდა, გვაქვს ურთიერთობა გიდებთან, კერძო სექტორთან, ტურისტულ კომპანიებთან, ღვინის მარნებთან, შენდება ასევე ახალი მარნები, სასტუმროები, რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა წელს დასრულდა ქუთაისში. 58 ღვინის მარანი გვაქვს იმერეთში, იზრდება მათი რაოდენობაც და ემზადებიან ტურისტებისთვის.

რაც შეეხება ფრენებს, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქუთაისისთვის და რა თქმა უნდა, აღდგება. ხვალ ქუთაისის აეროპორტი შეზღუდვების შემდეგ პირველ რეისს მიიღებს ათენიდან, შემდეგ კიდევ დაემატება, როგორც ვიცი, "ვიზიარმაც" გამოთქვა მზადყოფნა, როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება, ფრენებს აღადგენს. ასე რომ, ჩვენი აეროპორტი დამატებული ტერმინალებით იქნება სრულიად დატვირთული და გაცილებით მეტ ტურისტს და მოგზაურს მივიღებთ, ვიდრე გვყავდა გასულ წელს", - განაცხადა ტატო ლილუაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას DMO Imereti ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო