წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ პირს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

თავად ბრალდებული წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო მეორე პირი, ამავე საკრებულოს თანამშრომელი მათე ღვინჯილია ამბობს, მას სიგარეტი აფხაზეთში მცხოვრებმა პირმა აჩუქა და ის ახლობლებისთვის უნდა დაერიგებინა.

დაკავებულების უფლებადამცველები, სასამართლოს ბრალდებულების გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სთავაზობდნენ.

26 ივლისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა