ანონსი 28 ივლისი

28 ივლისს, 10:30 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც ISFED წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიშს.

მის: ონიაშვილის 37

28 ივლისს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: თამბაქო და კორონავირუსი - რა დამატებითი რისკები არსებობს მწეველებისთვის? თამბაქოს ინდუსტრიის სტრატეგია პანდემიისას და გავრცელებული დეზინფორმაცია.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 ივლისს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს და მედიას ანალიტიკურ დოკუმენტს - "გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმე: სამართლებრივი ანალიზი" გააცნობს.

მის: აკაკი გახოკიძის 11 ა. (თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი).

28 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთვარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „კონსერვატორების“ საარჩევნო სვლა.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

28 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია ’’მომავალი საქართველოს’’ ლიდერი გიორგი ლაღიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: არჩევნებში მონაწილეობის საკითხი. წინასაარჩევნო გარემო.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით).

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 ივლისს, 13:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

28 ივლისს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორები დააკავა

მის: ორთაჭალა, გულუას ქ # 10

28 ივლისს, 16:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერიაში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ​პანელური დისკუსია „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ გაიმართება. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური და DRG დირექტორის მოადგილე (USAID/Georgia) ლორა ბერგერი.

28 ივლისს, 16:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით -მომავალი ჰეპატიტის გარეშე გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან ჯანდაცხვის მინისტრი, აშშ-ის ელჩი საქართველოში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) ჰეპატიტების განყოფილების დირექტორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, განკურნებულ პაცინეტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კლინიცისტები, დარგის ექსპერტები და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: კახეთის გზატკეცილი 99

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 956 103

28 ივლისს, 16:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება. თემა - მაჟორიტარები საკონტაქტო ინფორმაცია:

თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

28 ივლისს, 17:00 საათზე, სასტუმრო „სტამბას“ ვერანდაზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დონორ ორგანიზაციებთან ერთად აგრარულ სექტორში არსებულ გამოწვევებზე, პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

მის: მერაბ კოსტავას ქ. N:14

საკონტაქტო: ნათია მსხილაძე - 591 05 19 05

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს