ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე  სანიაღვრე ქსელის მოწყობა დასრულდა

ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, მე-9 შესახვევში სანიაღვრე ქსელის მოწყობა დასრულდა. ამის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ „ბათუმის წყლიდან“ აცნობეს.

სამუშაოების ფარგლებში 72 გრძივ მეტრზე ახალი ქსელი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე წლების განმავლობაში, სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, წვიმის დროს საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები იტბორებოდა. მიმდინარე სამუშაოებს, „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი, მარიკა გვიანიძე გაეცნო.

„მოსახლეობისთვის აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, „ბათუმის წყალმა“ სანიაღვრე ქსელის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. ქსელის სიგრძე 72 გრძივი მეტრია და აღნიშნულ ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე ქსელს უერთდება. აღსანიშნავია, რომ სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების მიზნით, სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე ერთდროულად ვახორციელებთ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა