ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მის პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან ერთად, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე 1500 მეტრი სიგრძის გზა რეაბილიტირდება. გზასთან ერთად სანიაღვრე არხები და ტროტუარები მოეწყობა.

სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

წლის ბოლომდე ზუგდიდში 60-მდე გზა რეაბილიტირდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს