აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებული თურქეთის მოქალაქეა

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. ინფიცირებული თურქეთის მოქალაქეა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, გეგმური შემოწმებისას ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც გვიან ღამით, საკუთარი სურვილით თურქეთის რესპუბლიკაში გადაიყვანეს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"ჩვენს კლინიკაში "კოვიდ 19" -ით ინფიცირებული 15 პაციენტი რჩება, აქედან 14 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი მძიმეა. ამ პაციენტზე ინტენსიური მეთვალყურეობა მიმდინარეობს. რაც შეეხება ახალი შემთხვევას, თურქეთის მოქალაქეს საზღვარზე შემოწმებისას კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ტესტირება ბათუმის ინფექციურ საავადმოყოფოში მოხდა. მოქალაქე აღნიშნული კლინიკიდან თურქეთის რესპუბლიკაში თავისივე მოთხოვნით გადაიყვანეს. გამოჯანმრთელებული ჯერ არ გვყავს, ოთხ პაციენტს აღებული აქვს პისიარ ტესტი და დღეს გვეცოდინება პასუხი",- აცხადებს ექიმი გია კიკაბიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა