ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სვანებისა და ფრანგების უბნის წყლის სისტემის მოწყობა დაიწყო

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. კომპანიის ინფორამციით, ამჯერად, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კომპანია წყლის სისტემის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოებს იწყებს. გამოცხადებულ ტენდერში შპს ,,საბა’’-მ გაიმარჯვა, სამუშაოების შესასრულებლად კომპანიას 9 თვე აქვს.

„სამუშაოები სვანებისა და ფრანგების უბნის მაცხოვრებლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათავე ნაგებობის, ორი ჭაბურღილისა და საქლორატოროს მოწყობა.

ამ დროისთვის, ადგილობრივები წყალს ეზოში არსებული ჭებიდან იღებენ. ზაფხულის პერიოდში, წყალმცირობის დროს, ჭაში არსებული წყლის დებიტი კლებულობს და წყალმომარაგების კუთხით მოსახლეობას პრობლემები ექმნება. სოფელში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა წლებია არ არსებობს.

სამუშაოებს 2 379 996 ლარი მოხმარდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი”,-აღნიშნულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო