კორონავირუსის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი „ყარაჯალარის კლასტერს“ მიეკუთვნება

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი „ყარაჯალარის კლასტერს“ მიეკუთვნება. დღეისათვის სოფელ ყარაჯალარში ეპიდემიოლოგთა 2 მობილური ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს მოსახლეობის პისიარ ტესტირება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, თუ მოსახლეობის მხრიდან უფრო მაღალი აქტივობა იქნება, ეპიდემიოლოგთა ჯგუფების რაოდენობა გაიზრდება. მათივე ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 251 პირის ბილოგიური მასალის კვლევის შედეგად, მხოლოდ ერთი კოვიდინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეისათვის „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყარაჯალარში 31-ია. მთლიანობაში კი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორნავირუსით ინფიცირების სულ 51 შემთხვევაა დაფიქსირებული.

პისიარ ტესტირების პარალელურად, გაჩიანის დასახლებაში მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი და საინფორმაციო კამპანია, პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა