დუშეთის პირველ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის ნომერ პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაჟა ფშაველას სახელობის ისტორიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამორტიზებულია, ხუთასამდე მოსწავლე სწავლობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეები დუშეთის ნომერ მეორე სკოლაში ივლიან.

მათი ინფორმაციით, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები გათვალისწინებულ ვადებში 365 დღეში უნდა დაასრულოს.

„პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 868 848 ლარია, შენობას რეაბილიტაცია როგორც შიდა, ისე გარე ნაწილშიც ჩაუტარდება. პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდება,სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარით. ის ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო