ვარკეთილში სპეცოპერაციისას დაკავებული მამაკაცი  აცხადებს, რომ "გამომძიებლებს ზღაპრები აქვთ მოყოლილი"

ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მამაკაცი, ალექსანდრე ივანოვი, რომელიც უმისამართოდ ისროდა, კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.

ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი ალექსანდრე ივანოვის 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდა ბრალდებული, რომელმაც განაცხადა, რომ "გამომძიებლებს ზღაპრები აქვთ მოყოლილი".

ივანოვის თქმითვე, ის 24 წლის მანძილზე ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას და შემთხვევის დღესაც მან შვილები ყველაფერს განარიდა. ივანოვის ადვოკატის განმარტებით, შემთხვევის დროს გარკვეული გარემოებები იყო, რამაც ამ დანაშაულის ჩადენას შეუწყო ხელი და ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შესასწავლია.

ადვოკატის განცხადებით, მდგომარეობა კრიტიკულია და ალექსანდრე ივანოვს კლინიკაში სრულყოფილი, ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

ცნობისთვის, 5 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე ივანოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე ბრალდებული, რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რითაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ალექსანდრე ივანოვი დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა.

ალექსანდრე ივანოვს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე, 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას, იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას და პოლიციელზე თავდასხმას.

იხილეთ ვიდეო:ვარკეთილში უმისამართოდ სროლის ფაქტზე დაკავებული მამაკაცი პროკურატურას "ზღაპრების გამოგონებაში" ადანაშაულებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა