საქართველოს მოქალაქეები ლიეტუვაში ჩასვლისას სავალდებულო 14-დღიან თვითიზოლაციას აღარ საჭიროებენ

25 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები ლიეტუვაში ჩასვლისას სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას აღარ საჭიროებენ.

როგორც საქართველოში ლიეტუვის საელჩო „ფეიქსბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განმარტავს, შესაბამისი გადაწყვეტილება ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო, თუმცა შესაძლოა, ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში გადაიხედოს.

“ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე წარმოადგენს ლიეტუვის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელს, 2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა, ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში გადაიხედოს“,-აღნიშნულია საქართველოში ლიეტუვის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:საქართველოს მოქალაქეებს ლიეტუვაში 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა აღარ მოუწევთ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა