გარდაბნის მერი - გარკვეული კატეგორია უარს ამბობს ტესტირებაზე, ამიტომ კარდაკარ პრინციპით ტესტირება დავიწყეთ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, კორვიდინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე პისიარ ტესტირება 1900 პირს ჩაუტარდა, დღის ბოლოს კი 250 ტესტის პასუხს ელოდებიან.

„ჩვენ მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ გამოვიდნენ და ჩაიტარონ პისისარ ტესტირება. არის კატეგორია, რომელიც უარს ამბობს და არ ერთვება ტესტირების პროცესში, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ მოსახლეობის კარდაკარ პრინციპით ტესტირება. ეპიდემიოლოგები დადიან უბნებში, იმისათვის, რომ ხალხს გაუადვილდეს მისვლა და ბიოლოგიური მასალის ჩაბარება. დღეს სოფელ ყარაჯალარში ეპიდემიოლოგთა ორი ჯგუფი მუშაობს თუ საჭირო გახდა, კიდევ დავამატებთ, მთავარია იყოს ხალხის მხრიდან დამყოლობა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.

მისივე განცხადებით, მოსახლეობის ტესტირება დღეისათვის მიმდინარებს სოფელ ყარაჯალარში, დანარჩენ სოფლებში, სადაც ასევე დაფიქსირდა კოვიდინფიცირების ფაქტები, ყველა კონტაქტი მოძიებულია და გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

სოფელი ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა და დღემდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. სოფელში კოვიდინფიცირების 31 შემთხვევაა დაფიქსირებული, მთლიანობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში 51 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი.

იხილეთ ვიდეო:მოქალაქეების ნაწილი უარს ამბობს ტესტირებაზე, ამიტომ კარდაკარ პრინციპით სიარული დავიწყეთ - გარდაბნის მერი

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა