მთაწმინდის რაიონში ქუჩიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, ქუჩიშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა 2 450 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

მისი განცხადებით, მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.

„ამჯერად, დავასრულეთ ქუჩიშვილის ქუჩა. ასევე, ვერაზე რეაბილიტირდა ნიკოლაძის ქუჩაც. აღნიშნულ ქუჩებზე ბოლო ათწლეულებია გზა არ შეკეთებულა. საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან იყო დაზიანებული, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს. დღეიდან მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა