სოლომონ პავლიაშვილი - გაჩიანის დასახლების მოსახლეობას პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ აქვს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაჩიანის დასახლების სოფლების მოსახლეობას პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ აქვს, რადგან დისტრიბუტორები ადგილზე თავად ჩადიან.

,,გაჩიანიდან დღეში 4-5 ტონა მწვანილი გადის. დისტრიბუტორები თავად მიდიან კონკრეტულ ლოკაციებზე, მიუხედავად იმისა, რა ოდენობის პროდუქციაა, 4-5 კილოგრამიც რომ იყოს, იბარებენ და გამოაქვთ, ეს საკითხი სრულადაა მოგვარებული. რაც შეეხება დისტრიბუციას, აქაც შეუფერხებლად მიმდინარეობს ყველა მაღაზიის მომარაგება. ამ პროცესის რეგუალაციას ვაკეთებთ ჩვენ, გარკვეული კონტროლი მიდის, რომ ფასებმა არ მოიმატოს. ცოცხალ საქონელს რაც შეეხება, გაყავთ დისტრიბუტორებს და შემდეგ შეაქვთ ხორცი. ასევე კონტროლირდება მოსახლეობის გადაადგილება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებზე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სოლომონ პავლიაშვილმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კერძოდ გაჩიანის დასახლებაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, შეზღუდვები დაწესდა. 24 ივლისიდან სოფელ ყარაჯალარში, კარანტინი გამოცხადდა, სოფლის მოსახლეობის გადაადგილებას სამართალდამცავები აკონტროლებენ, შესასვლელებსა და გასასვლელებში პოლიციაა მობილიზებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა