სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია თანამდებობას ტოვებს. იგი პირველი აგვისტოდან მხარის რწმუნებული არ იქნება. ამის შესახებ ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

მისივე განმარტებით, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა. მხარის რწმუნებულის მოვალეობას პირველი მოადგილე მალხაზ თორია შეასრულებს.

დღეს ალექსანდრე მოწერელიამ საზოგადოებას ორი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. მოწერელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში. იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტს 2018 წლის აგვისტოდან იკავებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო