პოლიცია დედოფლისწყაროში მცხოვრებ ორ მოზარდს ეძებს

დედოფლისწყაროში მცხოვრებ ორ მოზარდს პოლიცია ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნები გუშინ გავიდნენ სახლიდან და მას შემდეგ არ გამოჩენილან.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებმა განაცხადეს, რომ თბილისში გეგმავდნენ წასვლას და შესაბამისად, მათი სამძებრო სამუშაოები კახეთის გარდა, თბილისშიც მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, სამართალდამცავები სამძებრო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა