რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ჭიათურაში მშენებარე საბაგირო გზის შენობის სახურავი წვიმის შედეგად დაზიანდა, სიცრუეა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჭიათურაში მშენებარე საბაგირო გზის შენობის სახურავი წვიმის შედეგად დაზიანდა, არის მიზანმიმართული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებში უკვე ჩაერთნენ ფრანგული კომპანიების, ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები.

„ ამ დროისთვის, დასრულებულია საბაგირო გზის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და ორი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი. საბაგიროს სადგურის სახურავის შიდა ნაწილზე კი, გეგმიური სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის დასკვნითი ფაზა მოიცავს ბაგირის ოთხიდან დარჩენილი ორი მიმართულების მშენებლობას, ოთხივე სადგურის ტესტირებას და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას. საბაგირო გზებისა და სადგურების მშენებლობის დასრულების შედეგად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მუდმივად და აქტიურად თანამშრომლობს მედიასთან სწორედ იმისათვის, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვთხოვთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისაგან”,-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა