დავით ჭიჭინაძე - ეს იყო გამაფრთხილებელი ზარი, რომ „ქართულ ოცნებას“ დრო გაუვიდა

ეს იყო გამაფრთხილებელი ზარი, რომ „ქართულ ოცნებას“ დრო გაუვიდა, ხოლო ის, რომ ამდენი აქცენტი კეთდება არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე და ოლიგარქის მმართველობის შეზღუდვაზე, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო დაიღალა ასეთი საქართველოს ყურებით, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბარს პრემიერ-მინისტრთან.

ჭიჭინაძის თქმით, ეს იყო გაფრთხილება აშშ-ის მხრიდან.

„2012 წელს ქალბატონი ჰილარი კლინტონი ჩამობრძანდა არჩევნების წინ. ახლა პანდემიიდან გამომდინარე, საზღვრები ჩაკეტილია, დისტანციურად ხდება ყველაფერი, ამიტომ ჩათვალეთ, ეს იყო ვიზიტი და გაფრთხილება, რომ მსოფლიო დაიღალა ასეთი საქართველოს ყურებით, რადგან საქართველოს პერსპექტივა აღარ აქვს და უპერსპეტივო ქვეყანა როგორც ჩვენ საკუთარ მოსახლეობას, ისევე ჩვენს პარტნიორებს - არ უნდათ. ასე რომ, როგორც ქართველ ხალხს, ისე მსოფლიოს წამყვან ლიდერებს, ამ ქვეყანაში ცვლილელები უნდათ“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა