ლია გიგაურის განცხადებით, „წითელი ჯვრის" წარმომადგენლები საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს ამ დრომდე არ შეხვედრიან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ლია გიგაურის განცხადებით, საქართველოში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს ამ დრომდე არ შეხვედრიან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარისთვის ცნობილია, რომ დე ფაქტო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებთან. მოველოდით, რომ დღეს აუცილებლად მოინახულებდნენ, თუმცა ამ წუთამდე არ მაქვს ინფორმაცია, რომ მათ შესვლა შეძლეს. იმედია, რომ დღის ბოლომდე მაინც მოხერხდება და დამატებითი ინფორმაცია გვექნება. მინდა გითხრათ, რომ ისინი კვლავ მოლოდინის რეჟიმში არიან და კიდევ ერთხელ მიმართეს დე ფაქტო რეჟიმს, მაქსიმალურად გაუწიონ დახმარება იმისთვის, რომ ზაზა გახელაძე მოინახულონ.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, მათ მონახულებას დღეს ისინი არ გეგმავდნენ, შესაბამისად, დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს გარდა იმისა, რასაც გვაწვდიან, რომ არც ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გართულებულა, დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, 30 ივლისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე ის მწვავე საკითხები განიხილება, რომელიც დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობას უკავშირდება.

"ამ შეხვედრაზე ის მწვავე საკითხები განიხილება, რომელიც დღეს მთელ საზოგადოებას აწუხებს, განსაკუთრებულდ კი, აქცენტირებული იქნება იმ ადამიანების ბედი, რომლებიც უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან და რომელთა გადმოცემა დროულად უნდა განხორციელდეს ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამავდროულად, განიხილება სხვა პრევენციული ღონისძიებები, რომ მომავალში აღიკვეთოს მსგავსი ინციდენტები", -განაცხადა გიგაურმა. შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს, ის ფეხში იყო დაჭრილი. დაკავებულს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა