“ლელო“ რუსთავში ციხის მშენებლობას აპროტესტებს

“ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ დღეს რუსთავში, ჭყონდიდის დასახლებაში, ციხის მშენებლობა გააპროტესტა.

გეგელიას თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს მავნებელ ტრადიციას, როდესაც განაშენიანება ხდება ადგილობრივთა აზრის გათვალისწინების გარეშე.

გეგელიას აზრით, დაუშვებელია ციხის აშენება საცხოვრებელი სახლების წინ. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში განვითარებული მოდელები უნდა ინერგებოდეს, მოსახლეობასთან ახლოს ციხის კედლები შენდება.

„არცერთი წამით არ შევეგუებით იმას, რომ აქ აღიმართოს ყრუ, უსიცოცხლო კედელი. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა დავნერგოთ განვითარების მოდელი, რომელიც ემყარება ადგილობრივ მოსახლეთა აზრს. „ქართული ოცნება“ საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრის და აცხადებს, რომ ვითომ ციხის მშენებლობა აღარ იგეგმება“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

მისი თქმით, „ლელოს“ გამარჯვებისთანავე, შემორაგულ ტერიტორიაზე გაკეთდება დასასვენებელი ზონა, სავაჭრო და გასართობი წერტილებით, პარკითა და ადამიანზე მორგებული სოციალური სივრცით, სადაც მთელი რუსთავის მოსახლეობას ექნება დასაქმების, დასვენებისა და გართობის საშუალება.

ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა