ანონსი 29 ივლისი

29 ივლისს, 11:00 საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი მოწმის ნ.ხ-ს ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

29 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟიული შარტავას N7.

საკონტაქტო: ნათია რთველიაშვილი - 595 33 50 40

29 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია განცხადებას გააკეთებს.

თემა: სესხების გადავადების უსამართლო პრაქტიკა ბანკების მიერ.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის" გვერდით).

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 ივლისსს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: კორონავირუსი და ეპიდსიტუაცია საქართველოში.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის" გვერდით).

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 ივლისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 ივლისს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი „ქურდული სამყაროს“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: ორთაჭალა, გულუას ქ # 10

29 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ცნობილი ქართველი მეცნიერის ავლიპ ზურაბაშვილის მემორიალური კუთხე გაიხსნება.

ღონისძიებას დაესწრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი დიმიტრი კორძაია, ავლიპ ზურაბაშვილის ოჯახის წევრები.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, (თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზი)

29 ივლისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „ლიტჰაიკერის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ლიტერატურული კონკურსის ფინალური ეტაპის მონაწილეები, მწერლები, პროექტის წლევანდელი პარტნიორის „სულაკაურის გამომცემლობის“ წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსის ეზო, „ჩაის სახლი“

29 ივლისს, 17:30 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იმერეთის რეგიონში მოღვაწე ადვოკატებთან შეხვედრას გამართავს.

თმა: შეხვედრის ფარგლებში განიხილავენ იმ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს, რომელსაც ადვოკატები აღნიშნულ რეგიონში აწყდებიან.

მის: ქუთაისი (ქუთაისის ბოტანიკური ბაღი) საკონტაქტო: თამთა ცეცხლაძე 599887277

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა