თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა - ობიექტურ გამოძიებას ვითხოვთ, რის გამო დადგა სიკვდილი, ძალიან მაინტერესებს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძის კობა თამაზაშვილის განცხადებით, ოჯახის თხოვნაა, რომ პროგრამისტის გარდაცვალების საქმე ობიექტურად იყოს გამოძიებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახი ითხოვს, რომ საქმის გამოძიება უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს, იმ მიზეზით, რომ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

„ობიექტურად გამოძიებას ვითხოვთ. უბრალოდ, არ გვინდა, რომ თამარის უმანკო სული ლაფში იყოს გასვრილი. რამ გამოიწვია სიკვდილი?! ეს იყო ჩხვლეტა, გამჭოლი ჭრილობა, თუ რის გამო დადგა სიკვდილი ძალიან მაინტერესებს“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ექსპერტიზა დარჩა ჩასატარებელი, ასევე ამოსაღებია დრონის ჩანაწერები, ჯერ კიდევ არ არის გახსნილი თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო კომპიუტერი, რაც ოჯახს გარკვეულ კითხვებს უჩენს.

„ჩემში იწვევს, რომ ეს ამბავი ან ძალიან არის ჩახლართული, რადგან გამოძიებას სურს ყველაფერში ობიექტურად გაერკვეს და მერე გვითხრას საბოლოო პასუხი, ან შეიძლება თავს ვერ ართმევდეს“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

რაც შეეხება საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს ჩართვას, რათა გაიხსნას ბაჩალიაშვილის სამუშაო კომპიუტერი, გარდაცვლილი გოგოს ბიძა ამბობს, რომ ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა შესაბამისი მიზეზის საფუძველზე ისაუბრა.

„რამდენადაც ვიცი, ამ დრომდე ვერ მოხდა კომპიუტერის გახსნა. ეს არის ჩვეულებრივი, საოფისე სამუშაო კომპიუტერი და ძალიან მიკვირს, რომ არ არიან შესაბამისი სპეციალისტები, მოახერხონ მისი გახსნა. რადგანაც ადვოკატმა ეს ყველაფერი მიზანშეწონილად ჩათვალა, ალბათ რეალურად მიაჩნია, რომ ეს ასე უნდა იყოს, ვინაიდან, თამარი მუშაობდა იმ კომპანიაში, რომელიც ამერიკიდან იმართება“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა