დონალდ ტრამპი - ენტონი ფაუჩს მაღალი რეიტინგი აქვს, ჩემი რეიტინგი კი - დაბალია, არავის მოვწონვარ -  საკვირველია

აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ მას აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორთან, ენტონი ფაუჩისთან, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ვერ ხვდება, რატომ არის ფაუჩის რეიტინგი ასეთი მაღალი, მისი კი - დაბალი.

„მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მას ბევრ რამეში ვეთანხმები. საინტერესოა: მას მოწონების ძალიან კარგი რეიტინგი აქვს და მე ეს მომწონს. გახსოვდეთ, რომ ის ამ ადმინისტრაციაზე მუშაობს, ის ჩვენთან მუშაობს. ჩვენ შეგვეძლო ვინმე სხვა აგვეყვანა, თუმცა ის ჩვენს ადმინისტრაციაზე მუშაობს. უმეტესწილად ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მან და სხვებმა გვირჩიეს. მაგრამ რატომ არ მაქვს მე მაღალი რეიტინგი ამ ვირუსთან დაკავშირებით? საკვირველია. ადამიანი მუშაობს ჩვენთან, ძალიან ახლოს და მჭიდროდ. მას მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ მე არავის მოვწონვარ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა