სანაპირო დაცვამ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2020"-ში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინაში, მრავალეროვნულ სწავლებაში „Sea Breeze 2020"-ში, მიიღეს მონაწილეობა. საზღვაო წვრთნებში სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი "დიოსკურია" (P25) მონაწილეობდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ყოველწლიური საზღვაო სწავლება „Sea Breeze" უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებით შავ ზღვაზე იმართება. მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და, რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა.

„წელს ერთობლივ წვრთნებში 8 ქვეყნის - ბულგარეთის, საქართველოს, ნორვეგიის, რუმინეთის, ესპანეთის, თურქეთის, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების - საზღვაო დანაყოფების 2 ათასზე მეტი მოსამსახურე, 27 მცურავი საშუალება და 19 საფრენი აპარატი მონაწილეობდა.

კორონავირუსის (covid-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სწავლება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების უშუალო კონტაქტს და მოიცავდა მხოლოდ საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, "SEA BREEZE" უკრაინაში წელს მეოცედ გაიმართა. ქართული მხარე სწავლებაში პირველივე წლიდან მონაწილეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა