უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქუთაისში. წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ფოთის ქუჩაზე, სადაც ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.
ადგილზე მუშაობენ მაშველები და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის პროცესი.