ადიდებულმა მდინარემ ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო

ონის რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყდენი წაიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება: უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. მათივე ინფორმაციით, ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

„ადიდებული მდინარე გადმოვიდა და დააზიანა სავალი გზაც, შესაბამისად, დაზიანების ადგილამდე მიახლოებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.

კომპანიის ტექნიქური ბრიგადები მზადყოფნაში არიან. როგორც კი მოხერხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, მაღალი ძაბვის სამსახური მაშინვე დაიწყებს სამუშაოებს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა