„თიბისი“ დაზღვევის სტრატეგიული პარტნიორი - კლინიკა „რეიმანი“ გაიხსნა

თბილისში, საოჯახო მედიცინის ამერიკული ცენტრი - „რეიმანი“ გაიხსნა, რომელიც „თიბისი“ დაზღვევამ სტრატეგიულ პარტნიორად ჯერ კიდევ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის გაშვებისას დაანონსა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „თიბისი“ დაზღვევის მიზანი დაზღვეულების მაქსიმალური კმაყოფილება და მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაა, რასაც კლინიკა „რეიმანი“ 27 წლიანი გამოცდილებითა და მაღალკვალიფიციური მედპერსონალის დახმარებით უზრუნველყოფს.

„თიბისი“ დაზღვევა „რეიმანთან“ თანამშრომლობით, კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ადამიანებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას უმაღლესი სტანდარტების კლინიკასთან ერთად აგრძელებს. „რეიმანი“ ამერიკის წამყვანი კლინიკების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა და მომხმარებელს ამბულატორიული მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს: საოჯახო მედიცინა, პედიატრია, ქალთა ჯანმრთელობა, ROCHE-ს უახლესი ავტომატიზებული ლაბორატორია.

„რეიმანის“ მომსახურების მოდელია - პაციენტი-ცენტრი, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანის საჭიროებებსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, კომპანიის პრიორიტეტი ადამიანებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა, რასაც მაღალკვალიფიციურ მედპერსონალთან ერთად, გარემოც ქმნის.

„თიბისი“ დაზღვევის მომხმარებლებისთვის „რეიმანის“ მომსახურების მიღება ოჯახის ექიმების დახმარებით კიდევ უფრო მარტივი და კომფორტულია. კლინიკაში სასურველ სპეციალისტთან ჩაწერა შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: (032) 2 42 11 11 ან ვებგვერდის საშუალებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა