წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება

მიმდინარე წლის 31 ივლისს 05:00-საათიდან 15:00 - საათამდე, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ განმარტავენ, მიზეზი ისაა, რომ "წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის" მაგისტრალური გაზსადენის, 104,0 მონაკვეთების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს.

„აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 31 ივლისს 05:00-საათიდან 15:00 - საათამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდებათ წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებს: ყარაბულახი, დაგარახლოსა და გომარეთს.

წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის, მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა