კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5 სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 5 გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაჩიანის დასახლების სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განაცხადა, 225 ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიული კვლევის შედეგად, „კოვიდ 19“ სოფელ ყარაჯალარში მცხოვრებ 5 პირს დაუდასტურდა.

,,ეპიდემიოლოგები აგრძელებენ სოფელ ყარაჯალარში მოსახლეობის პისიარ ტესტირებას. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა 180-მდე ბიოლოგიური მასალა პისიარ ტესტირებისთვის. დღეის მდგომარეობით გარდაბნის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების 56 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 36 სოფელ ყარაჯალარშია“, - განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში 24 ივლისიდან საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს. სოფელში მოსახლეობის გადაადგილებას სამართალდამცავები აკონტროლებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?