თამარ ბაჩალიაშვილის დედა - კომპიუტერი ადვოკატის დასწრების გარეშე გაიხსნა და „ფეისბუქი“ წაიშალა - ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს, რომც დამხვრიტონ, ამას არ ვაღიარებ!

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მოითხოვს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთოს. გარდაცვლილის დედა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საქმის გამოძიებაში უძლურია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას ძალიან დიდი ეჭვები გაუჩნდა მას შემდეგ, რაც თამარ ბაჩალიაშვილის „ფეიქსბუქი“ წაიშალა, ხოლო კომპიუტერი ადვოკატის გარეშე გაიხსნა.

„კომპიუტერი ადვოკატის დასწრების გარეშე გაიხსნა და „ფეისბუქი“ წაიშალა. ეს ძალიან დიდ ეჭვებზე მიმანიშნებს, რომ ხელოვნურად ხდება რაღაცების გაქრობა. მოვითხოვ გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობას. ვიდრე გზა არ გადავკეტეთ, მანქანა არ გამოჩნდა და რომ მოვითხოვეთ ფედერალური ბიუროს ჩართულობა, იმ დღესვე გაიხსნა კომპიუტერი ადვოკატის გარეშე. როცა ფედერალური ბიურო ჩაერთვება, ყველაფერი აღდგება. „ფეიქსბუქი“ გამქრალია და მასალებიც თუ არის წაშლილი, არ ვიცი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, ის თავიდანვე მოითხოვდა შვილის კომპიუტერის გახსნას, თუმცა, „პროცესს ხელოვნურად წელავდნენ“.

„ვიხვეწებოდი, გახსენით კომპიუტერი, იქნებ რაიმე ინფორმაცია იყოს და რატომღაც ხელოვნურად წელავდნენ ამ ყველაფერს, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თუმცა, ვის, რაში აწყობდა, არ ვიცი“,- აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

მისი თქმით, ის გადაცემა „პოლიტმეტრში“ გასული ინფორმაცის შემდეგ შეუძლოდ გახდა, სადაც ადგილობრივი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს სოფელ მაწევანში შენიშნეს. დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო, როდესაც პოლიცია ეძებდა.

„იმდენად ალალად და გულწრფელად ამბობს ეს გოგო, რომ ეჭვი არ შემპარია, ან რაში აწყობდა, გამოსულიყო და ასეთი რამე ეთქვა“,-აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, ის და მის მეუღლე სოფელში წასვლას და გოგონას მოძებნას აპირებდნენ, რათა სავარაუდო თვითმხილველ ახალგაზრდას უშუალოდ დალაპარაკებოდნენ.

„ალბათ, იმდენად არის ეს გოგო დაშინებული, კონტაქტზეც არც გამოვა. მთავარია გამოიკვეთოს, რომ ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს. რომც დამხვრიტონ, ამას მაინც არ ვაღიარებ. ჩემი მოთხოვნაა, რომ საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთოს, რადგან ჩვენი მთავრობა უძლურია ამ საქმის გამოძიებაში“,-აცხადებს ბაჩალიაშვილის დედა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმე დღიანი გაუჩინარების შემდეგ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა