ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად დატბორილ ქუჩებზე სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ფოთის, განჯისა და წერეთლის ქუჩებზე მოსახლეობის ნაწილს წყალი საცხოვრებელი სახლის სარდაფებსა და პირველ სართულებზე შეუვიდათ.

მათი ინფორმაციით, დაიტბორა, როგორც საავტომობილო გზები, ასევე ეზოები.

„სტიქიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მუშაობენ საპატრულოსა და სამაშველოს ეკიპაჟები, ასევე ა(ა)იპ „სპეციალური სერვისებისა“ და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ბრიგადები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა