COVID-19-ის დიაგნოზით სტაციონარებიდან გაწერილ 800 პაციენტიდან 41.3%-ში ძირითადი დაავადების გართულება პნევმონია იყო

COVID-19–ის დიაგნოზით სტაციონარებიდან გაწერილ 800 პაციენტს შორის 41.3%-ში ძირითადი დაავადების გართულება პნევმონია იყო,- ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ქვეყანაში 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.

ანგარიშის მიხედვით, სტაციონარებიდან გაწერილი პაციენტების 13.1%-ს სუნთქვის უკმარისობა, 4.4%-ს გულსისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა, ხოლო 3.6%-ს მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი გამოუვლინდა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა თანმხლებ დაავადებებს, 209 (26.1%) პაციენტს კორონავირუსული დაავადების გარდა ჰქონდა სხვადასხვა, უპირატესად ქრონიკული, დაავადება. პაციენტთა შორის ყველაზე ხშირი თანმხლები დაავადებებია ჰიპერტენზია (15.5%), გულ-სისხლძარღვთა სხვა ავადმყოფობები (7.4%) და დიაბეტი (6.8%).

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით, შემთხვევათა 58.8% მიმდინარეობდა მსუბუქი, 30.8% კი - საშუალო სიმძიმის ფორმით. ამას გარდა, შემთხვევათა 10.6%-ში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული.

„დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თანმხლები დაავადებების არსებობის მიხედვით. იმ პაციენტებში, ვისაც არ აღენიშნებოდა თანმხლები ავადმყოფობები (73.9%), დაავადება 94.2%-ში მიმდინარეობდა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფორმით. თანმხლები ავადმყოფობების არსებობის შემთხვევაში, 24%-ში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული“,-ნათქვამია ანგარიშში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ