წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში 4 ოჯახის საცხოვრებლი სახლი და 8 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი დაიტბორა

უხვი ნალექის გამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში 4 ოჯახის საცხოვრებლი სახლი და 8 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი დაიტბორა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ადგილზე მოეწყო დროებითი ჯებირი, რის შედეგადაც წყლის დონემ დაიკლო.

ადგილზე იმყოფებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ნამოხვანჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებლი კომპანიის "ენკა რინიუებლზის’’ წარმომადგენლები, რომლებმაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილზე მძიმე ტექნიკის მობილიზება ოპერატიულად უზრუნველყვეს.

„ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია, დათვლილია ზარალი. როგორც მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი აცხადებს, დაზრალებულები შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა