სოზარ სუბარი - გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში, რაჭაში, სტიქიის ზონაში დარჩენილი ტურისტების გამოყვანა ვერტმფრენით მოხდება - მოსახლეობა ამ ეტაპზე უსაფრთხოდაა

რაჭაში სტიქიის ადგილზე პრემიერ- მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი იმყოფება. ის სამთავრობო გუნდთან ერთად მიყენებულ ზარალს გაეცნო.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით სპეციალური ჯგუფი ჩამოვედით, პირველ რიგში, ვერტმფრენით დავათვალიერეთ სტიქიის ზონა. ადიდებულია ყველა მცირე შენაკადი, რომელიც რიონს უერთდება, თუმცა ამ ეტაპისთვის რიონი კალაპოტშია. რაც შეეხება სოფლებს, 11 ხიდია დაზიანებული და 12 სოფელი კი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ხოლო ორიათასამდე ადამიანი, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჩვენი ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო, მე ამ ეტაპზე მაშველებთან ერთად ვიმყოფები. დიდი რაოდენობით ტექნიკაა მობილიზებული, რომლებიც გზის აღდგენას იწყებენ. გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში, სტიქიის ზონაში დარჩენილი ტურისტების გამოყვანა ვერტმფრენით მოხდება. რამდენიმე სახლია დაზიანებული, ზარალის დათვლა ჯერ არ მომხდარა, თუმცა საკმაოდ დიდია და აუცილებლად დავეხმარებით მაქსიმალურად ყველას. რაც მთავარია, მოსახლეობა ამ ეტაპზე უსაფრთხოდაა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife