გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - რაჭაში დაზიანებულია გზის სხვადასხვა მონაკვეთი და შესაბამისად, აღდგენასაც განსხვავებული დრო დასჭირდება

ახლა ვიმყოფებით სოფელ ნაკიეთთან, სადაც მდინარემ გზის ასმეტრიანი მონაკვეთი სრულად გაანადგურა, თუმცა უკვე მოეწყო შემოვლითი გზა, რამაც საშუალება მოგვეცა გავაგრძელოთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 8 მონაკვეთია იდენტიფიცირებული, სადაც მთლიანად ჩაწყვეტილია გზა .

„12 ერთეული ტექნიკა - ექსკავატორები, ბულდოზერები, თვითმსვლელები უკვე მობილიზებულია, ასევე აქ არიან მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილი ოპერატორები და შეზღუდული რელიეფიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ მოკლე პერიოდში მოხდეს მონაკვეთების აღდგენა. ჯერჯერობით რთულია ზარალის ოდენობაზე საუბარი, პირველ რიგში, ჩვენი მიზანია მოვახდინოთ სტიქიის ლიკვიდაცია, რასაც შემდგომში მოყვება აუცილებელი სამუშაოები. არსებული სურათიდან გამომდინარე, შესაძლოა დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაგვჭირდეს, საუბარია კიდევ 5 ერთეულ მძიმე ტექნიკაზე, რაც რეგიონში გაგვაჩნია. სტიქია ძალიან ძლიერია და ცუდია ის, რომ ეს არ ხდება ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე, დაზიანებულია გზის სხვადასხვა მონაკვეთი და შესაბამისად, აღდგენასაც განსხვავებული დრო დასჭირდება,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტროს მოადგილის ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, რომელიც ასევე სტიქიის ზონაში იმყოფება, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი ავარიულ რეჟიმში მიეწოდება და თუ სტიქია არ განმეორდა, წყალმომარაგების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ოპერატიულად დაიწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს