ზვიად შალამბერიძე კელი დეგნანს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის სამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ თუ სხვა სფეროებში განხორციელებულ პროექტებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და იმერეთის მხარეში ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითებზე, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნველობაზე და იმის საჭიროებაზე, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უკეთ მოახდინოს მათი პრობლემების წამოჭრა ადგილობრივ დონეზე და ის იყოს მოგვარებული. ასევე, ვისაუბრეთ დაგეგმილ არჩევნებზე, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და ჩატარდეს თავისუფალ გარემოში. ამ პროცესში მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია "კოვიდ-19"-ით შექმნილი მდგომარეობაც. გარდა ამისა, ჩვენ შევეხეთ ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების საკითხსაც, ვიმსჯელეთ იმ მიმდინარე პროექტებზე, რომელიც იმერეთში ხორციელდება და რომელიც საბოლოოდ ჯამში მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს და არჩევნების ჩატარების პროცესს, რომელიც დემოკრატიის ისეთი მაღალი ხარისხით ჩატარდება, როგორც ტარდებოდა აქამდე.

„ამერიკის შეერთებული შტატები იმერეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით ძალიან ბევრ კარგ და წარმატებულ პროექტს ახორციელებს, ბევრი მათგანი უკვე დასრულებულია და მოიცავს საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებს, ასევე ემსახურება თვითმმართველობის კიდევ უფრო მეტ განვითარებას. აგრეთვე, საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს და არჩევნების ჩატარების პროცესს, რომელიც ბუნებრივია, დემოკრატიის ისეთი მაღალი ხარისხით ჩატარდება, როგორც ტარდებოდა აქამდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო