ლანჩხუთის მერის ინფორმაციით, დატბორილია შიდა სასოფლო გზები, დაზიანებულია რამდენიმე ხიდი და დანგრეულია 2 სახლი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, გადაუღებელი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში დატბორილია შიდასასოფლო გზები, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანებულია რამდენიმე ხიდი და დანგრეულია 2 სახლი.

სარიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა, ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.

„მუნიციპალიტეტში დილიდან გადაუღებლად წვიმდა, გარკვეული ზიანი მიაყენა, ძირითადად შიდასასოფლო გზებია დატბორილი და საყანე ფართობები. დაზიანებულია რამდენიმე ხიდი და ორი სახლია ჩამონგრეული, ერთი სახლი დილით ჩამოინგრა და მეორე სახლი დაახლოებით ერთი საათის წინ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ სახლში იმყოფებოდა ადამიანი, გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და უახლოეს მომავალში გვეცოდინება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა