ადიდებულმა მდინარეებმა - ჯრუჭულამ, ფასკნარამ და მოხურამ საჩხერის მუნიციპალიტეტის ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა - ჯრუჭულამ, ფასკნარამ და მოხურამ საჩხერის მუნიციპალიტეტის ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანდა სოფელ ცხომარეთში უზუნთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა და ხიდ-ბოგირი, სადაც ამ დროისათვის გადაადგილება შეზღუდულია.

„ადგილზე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აღდგენითი სამუშაოები წყლის დონის დაკლების შედეგად დაიწყება”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო