„ნაცმოძრაობის“ წევრი - თორნიკე რიჟვაძის პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს, ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილებას უწყვეტენ

თორნიკე რიჟვაძის პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს, ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილებას უწყვეტენ,- ამის შესახებ ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ვაჟა თავდგირიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საკრებულოს სხდომებს ვერ ესწრებოდა.

„დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს ბიუროს უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უფლებამოსილება შეუწყვიტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ვაჟა თავდგირიძეს, რომელიც მძიმე დაავადების გამო, სამწუხაროდ საკრებულოს სხდომებს ვერ ესწრებოდა. მან წარადგინა ფორმა 100- დიაგნოზის შესახებ და იგი 6 თვის განმავლობაში ვერ გადაადგილდებოდა. მინდა მივმართო ივანიშვილის ხელის ბიჭს, თორნიკე რიჟვაძეს - ეს არის თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, თქვენ ცდილობთ, რომ შური იძიოთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე და პირადად ჩემზე, რათა ხელვაჩაურის საკრებულოში დაშალოთ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , თუმცა ამომრჩეველს აქვს გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო