ილია ბეგიაშვილი - შტაბში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, როგორ მოხდება იმ სოფლების პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგება, სადაც გზები დაზიანდა

სტიქიის შედეგად დაზიანებული ყველა ადგილი ვნახეთ, ახლა ტექნიკური გადაწყვეტილებები მიიღება იმის შესახებ, პირველ რიგში, სად რა სახის სამუშაო უნდა ჩატარდეს. ასევე, ვგეგმავთ, ის რამდენიმე დღე, ვიდრე სოფლები მოწყვეტილი იქნება, როგორ მოხდება დაკავშირება, პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე რაჭაში, სტიქიის ზონაში იმყოფება.

„დაახლოებით დილის 5 საათიდან დაიწყო სტიქია, ძალიან უხვი ნალექი იყო. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებია გზებზე, ზოგიერთ შემთხვევაში მარტივად შეიძლება აღმოიფხვრას პრობლემა, ზოგან კი უფრო რთული სამუშაოა ჩასატარებელი. რაც შეეხება წყალს, ონის სათავე ნაგებობებიდან გამოდის ორი ცენტრალური მაგისტრალი. საბედნიეროდ, ერთი მაგისტრალი დაზიანებული არ არის და ქალაქს წყალი მიეწოდება. მდინარისთვის კალაპოტის შეცვლის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ ტექნიკური ჯგუფები კიდევ უფრო გამართავენ წყლის მილებს და მოსახლეობის წყალმომარაგებაში შეფერხება არ გვექნება“, - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოიყვანეს ის მოქალაქეები, ვინც დახმარებას ითხოვდა და ამ დროისთვის არც ერთ სოფელში ევაკუაციასთან დაკავშირებული პრობლემა არ არის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა