გარდაბნის მერის ინფორმაციით, ყარაჯალარში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევის კონტაქტები მოძიებულია

სოფელ ყარაჯალარში, დღეს დადასტურებული 5 ახალი კოვიდინფიცირებულის ყველა კონტაქტი მოძიებულია, დღის ბოლოს კი 196 პირის “პისიარ” ტესტის პასუხს ელოდებიან. ამის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

,,5 ახალი ინფიცირებული გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, მათი უშუალო 20-მდე კონტაქტი მოძიებულია და გადაყვანილია საკარანტინე ზონაში. ამჟამად მიმდინარეობს ყველა კონტაქტის მოძიება და მათგან ბიოლოგიური მასალის აღება "პისიარ" ტესტირებისთვის. დღეს მოგვიანებით ველოდებით 196 ტესტის პასუხს. დღეის მდგომარეობით გაჩიანის დასახლებაში ჯამში 2200 პირის ბიოლოგიური მასალა იქნა აღებული "პისიარ" ტესტირებისთვის“, - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში დღეს კოვიდინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში აღნიშნულ სოფელში 36 პირია კორონავირუსით ინფიცირებული. გარდაბნის მუნიციპალიტეტში კი ინფიცირებულთა რაოდენობა 56-ია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში 24 ივლისიდან საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს. სოფელში მოსახლეობის გადაადგილებას სამართალდამცავები აკონტროლებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს