ირაკლი ქარსელაძე - ალტერნატიული გზით სტიქიის ზონაში რამდენიმე სოფელთან მისასვლელი  გაიხსნება

რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი სტიქიის ზონაში საჭირო სამუშაოებს ადგილზე უძღვებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

"სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია, ხაზობრივად არის განვითარებული, რაც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას, თუმცა მიუხედავად ამ გამოწვევებისა, დილის 5 საათის შემდეგ უკვე შევძელით და 118-ე კილომეტრზე მოწყობილია შემოვლითი გზა. შესაბამისი ტექნიკა- 12 ერთეული უკვე მობილიზებულია. ყველაზე კრიტიკული ორი მონაკვეთია, სადაც ამჟამად ასევე შემოვლითი გზა ეწყობა. ჩაწყვეტილია დაახლოებით 250 მეტრი გზა და ამ წერტილებში მდინარე ძალიან აგრესიულია“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისი ინფორმაციით, ალტერნატიული გზის საშუალებით რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზის გახსნა იქნება შესაძლებელი.

„ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 12 ლოკაცია, სადაც ეწყობა დროებითი სახიდე გადასასვლელები ან შემოვლითი გზები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დანარჩენ ლოკაციებზე ტექნიკა გადავიყვანოთ. სწორედ ის ადგილი, სადაც ახლა ტექნიკაა შესული და ალტერნატიული გზა გაყავთ, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ რამდენიმე სოფელს მისასვლელი გზა გავუხსნათ",- აღნიშნა ქარსელაძემ.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები: საპროექტო ჯგუფი, მეგზევეები და მეხიდეები სტიქიის ზონაში არიან მობილიზებულები. ისინი პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობით მუშაობენ როგორც საპროექტო გადაწყვეტილებებზე, ისე შემდგომი პრევენციის გეგმაზე.

სპეციალისტები ასევე ადგილზე უწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, რათა უმოკლეს ვადებში აუცილებელი სამუშაოები შესრულდეს და აღდგეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა