აფხაზეთიდან დევნილებისთვის ესთეტიკური კოსმეტოლოგიის  მასტერკლასი ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და „ესთეტიკური სილამაზის ლაბორატორიის“ ერთობლივი ორგანიზებით 17-დან 22 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოცდაათ გოგონას ესთეტიკური კოსმეტოლოგიის მასტერკლასი ჩაუტარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს.

„კოსმეტოლოგიაში არსებულ სიახლეებზე ახალგაზრდებს „ესთეტიკური სილამაზის ლაბორატორიის“ დირექტორი ნინო ქირია ესაუბრა და გოგონებს სახის კანის მოვლის პროცედურებზე მასტერკლასი ჩაუტარა. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია იმყოფებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა